LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ- ირაკლი კობახიძე

საელჩომ პრაქტიკულად აღიარა შეცდომა-კობახიძე

დაპოსტა 2023/04/18-ში
A A
187
ნახვა
გაზიარება

ყველა უშვებს შეცდომებს და საელჩოსაც შეიძლება მოუვიდეს შეცდომები. ასეთი შეცდომები ჩვენ ვიხილეთ ბოლო დროის განმავლობაში. ერთი იყო მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა, შეცდომა, რა თქმა უნდა, რბილი ტერმინია, მაგრამ დავარქვათ ამას შეცდომა.

როდესაც იბარებენ შენს მოსამართლეს, ქართველ მოსამართლეს და სთხოვენ კონკრეტულ საქმეზე ანგარიშს, რაც არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ არავინ, არავინში იგულისხმება საელჩოც, სხვათა შორის, არავინ არ შეიძლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

როდესაც კონსტიტუციას არღვევენ და კონკრეტულ ქართველ მოსამართლეს სთხოვენ ანგარიშს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, გასაგებია თქვენი პოლიტიკური ინტერესი, გასაგებია თქვენი სიმპათიები გვარამიას მიმართ, რომლის საქმესაც უკავშირდება, მაგრამ ელემენტარული რაღაც პატრიოტული გრძნობა ხომ უნდა გქონდეთ?! როდესაც უცხოელი უშვებს შეცდომას, არღვევს კონსტიტუციას და იბარებს შენს ქართველ მოსამართლეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ყველამ ვიცით, რომ მოსამართლეს ჰქონდა სათანადო, სწორი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ნული პატრიოტიზმი, არაფერი ეროვნული თქვენში არ არის. არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები. მეტი არაფერი. ნოლი პატრიოტული გრძნობები.

კიდევ ერთი შეცდომა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები, რაც დაუწესდათ მოსამართლეებს. თქვენ ნახეთ, რომ რეალურად ესეც იყო ძალიან უხეში შეცდომა საელჩოს მხრიდან, ხელი მოაწერინეს სახელმწიფო მდივანს განცხადებაზე, რომელიც ნულ მტკიცებულებას ეფუძნებოდა, ამაზე დიდი შეცდომა საელჩომ რა უნდა დაუშვას? საბოლოო ჯამში ეს შეცდომა თავადაც აღიარეს იმით, რომ მტკიცებულებები უარყვეს, თქვეს, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ და ამას მოაყოლეს განცხადება, რომ ეს იყო არა სანქციები, არამედ მხოლოდ სავიზო შეზღუდვები. თვითონვე პრაქტიკულად აღიარა საელჩომ საკუთარი შეცდომა და თქვენ გინდათ, რომ ახლა პირი მოწმინდოთ საელჩოს, ხომ? თავის საქმეს ვერ მიხედავს თვითონ საელჩო? თქვენ რატომ უნდა იყოთ ამ ყველაფრით დაკავებული, თქვენ ხომ დაკავებული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვით? თუ სხვა უშვებს შეცდომას თქვენ უნდა იყოთ დაკავებული იმით, რომ ეს შეცდომა იყოს სათანადოდო აღიარებული, მაგრამ თქვენ მოქმედებთ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ თქვენში არის ნული პატრიოტიზმი და ნული გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ. თუ რაიმე შეცდომის გამოსწორება უნდა საელჩოს, მერწმუნეთ თვითონ გამოასწორებს და ამ კუთხით ნაბიჯები უკვე გადაიდგა საელჩოს მხრიდან, თქვენი ზრუნვა არ არის საჭირო.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
მთავარი

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.  ️ადგილობრივი...

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონში,ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
მდინარე რიონში,ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში მეორე დღეა, ახალგაზრდა 19 წლის გოგოს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. სამუშაოები გვიან ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო.

დაწვრილებითDetails

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა
მთავარი

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი...

დაწვრილებითDetails

11 მაისს ქუთაისში დიდი 10-ის ფინალი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
მთავარი

2021 წლის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ ორი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

“მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს,სიმართლე ჩვენ მხარესაა” – პუტინი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
“მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს,სიმართლე ჩვენ მხარესაა” – პუტინი
მთავარი

სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში – რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში – რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
მთავარი

ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც სიმღერა ფანჯრების დარაბებიდან ისმის და ლეგენდების ისტორიები ფონად მიჰყვება. თანამედროვეობის ქუთაისურ ამბებს, მაკდონალდსი 2010 წლიდან შეუერთდა, არა მხოლოდ გემრიელი ბურგერებით, არამედ თავისი ხარისხით, მომსახურების სტანდარტებით...

დაწვრილებითDetails

“80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, 80 წლის წინ მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, წარსულის...

დაწვრილებითDetails

“9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"