ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 170 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლინდა. მას მოდევს იმერეთი – 135 დარღვევით, ხოლო მე-3 ადგილზე ქვემო ქართლია, სადაც 13 ფაქტი დაფიქსირდა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, ტექინსპექტირების გაუვლელობის 11 შემთხვევაზე გამოიწერა ჯარიმა – კახეთში; თბილისში – 2; ხოლო მცხეთა-მთიანეთში -1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – 274; ხოლო 1-ელ კვარტალში – 1 646 ჯარიმა იყო გამოწერილი.