ქუთაისში 2 მაისობა იგივე გვირილობა აღინიშნება. ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება . წვიმის გამო შეიცვალა გეგმები და აღარ გაიმართება ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დაგეგმილი ღონისძიებები. მათ შორის ფლეშმობები, პერფორმანსენი, სპორტული აქტივობები , ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფოტოგამოფენებმა კი მესხიშვილის თეატრის ფოიეში გადაინაცვლა.
საღამოს სხვადასხვა ლოკაციებზე კონცერტებია დეგეგმილი:
- 17:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში , „ქუთაისობა 2022“-ის ფარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
- 18:00 საათზე მესხიშვილში -მაია ჩიბურდანიძის საიუბილეო საღამო და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი
- 18:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დარბაზი- ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი
- 20:00 საათზე, სასტუმრო “ბაგრატი 1003” -ში, “ქუთაისობა2022”-ის ფარგლებში, გაიმართება ქალაქური სიმღერის საღამო, მანანა მენაბდესა და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
 
  
 

 
			 
    	 
			









