ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა “მილანში” გააგრძელოს
დღეს, 11:18 66
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა “მილანში” გააგრძელოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
წყარო არაფერს წერს შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე, მაგრამ იტყობინება, რომ ტრანსფერის განხორციელებაში იტალიურ კლუბს დახმარება თბილისის მერმა კახა კალაძემ გაუწია, რომელიც “როსონერიში” 2001-2010 წლებში თამაშობდა.
კვარაცხელიას ფასი Transfermarkt-ის მონაცემებით ამ დროისთვის 18 მილიონი ევროა.