პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გორში არასრულწლოვანი დღეს დილით გაუჩინარდა. ბავშვს პოლიცია და ოჯახი დილიდან ეძებდა.









