ასეთია ქუთაისში მოქალაქეთა უმეტესობის რეაქცია, როდესაც იგებენ რომ დღესაც კი კანონით მინიმალური თვიური ანაზღაურება კერძო სექტორში 20 ლარია. ეს თანხა 1999 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით დადგინდა და დღემდე არაფერი შეცვლილა. იმისათვის რომ მოცემული მდგომარეობა გაუმჯობესდეს პროფკავშირების გაერთიანებამ უკვე მესამედ მიმართა პარლამეტს. პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მინიმალურ ანაზრაურებად 636 ლარი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ია განსაზღვრული.
ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოშია – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.