ქუთაისში, სავაჭრო ცენტრში “გრანდმოლი” მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომლებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ეს ინფორმაცია “მეგა ტვ”-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ დაუდასტურა.
“მეგა ტვ” ოქროს ბირჟაზე დასაქმებულ ერთ-ერთ პირს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა რომ 50-მდე თანამშრომელი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.
“კორონავირუსი ჩვენს 10 თანამშრომელს დაუდასტურდა, ისინი ბომონდში, ქუთაისის ინფექციურში და კლინიკურში არიან გადაყვანილი და მკურნლობა უტარდებათ. ჩვენ, 50-მდე თანამშრომელი წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში ვართ. ოთახებში ცალ-ცალკე ვართ ყველა. როგორც გვითხრეს ანალიზებს ხვალ გაგვიკეთებენ. კარანტინში 12 დღე უნდა ვიყოთ. პირობები და საკვები ძალიან კარგია. ჩვენს რამდენიმე მეგობარს თბილსისის ოქროს ბირჟაზეც დაუდასტურა ვირუსი და იქაურობაც დაკეტილია. ჩვენ თბილისიდან ჩამოგვიტანეს ვირუსი, ვინც გვამარაგებს ოქროულობით. ახლა დავიჯერე რომ ეს ვირუსი მართლა არსებობს. ჩვენი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.” – განუცხადა “მეგა ტვ”-ს ოქროს ბირჟის თანამშრომელმა.
როგორც “მეგა ტვ”-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძიმ განუცხადა გრანდმოლში ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრი კვლავ გაიხსნება.