LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სად გეგმავენ ქართველები ახალი წლის გატარებას

დაპოსტა 2019/12/06-ში
276
ნახვა
გაზიარება

ახა­ლი წელი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ.

დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა, თუ რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შეხვედრისთვის.

როგორც ტურისტულ კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოქალაქეები ძირითადად მცირებიუჯეტიან, იაფ მიმართულებებზე აკეთებენ არჩევანს. მათი თქმით, განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ეგვიპტე, ხოლო ევროპის მიმართულებიდან საფრანგეთი და ჰოლანდია (ამსტერდამი).

როგორც ტურისტული სააგენტო startravel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წელს ევროპის ქალაქებიდან ახალი წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი საფრანგეთია.

„როგორც ყოველ წელს, წელსაც საახალწლო ტურებისთვის პოპულარულია ეგვიპტე. ასევე ევროპის მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი დაიჯავშნა. ყველაზე მეტი ჯავშანი ეგვიპტის შემდეგ, საფრანგეთის მიმართულებით ფიქსირდება. ახალი წლისთვის საკმაოდ პოპულარულია მილანი და რომი. ძირითადად ეს 4 მიმართულებაა ყველაზე აქტუალური.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი მომხმარებელი საგზურს საშუალოდ 500 ევროს ფარგლებში ირჩევს. ეს მათთვის, ვინც ტურები წინასწარ დაჯავშნა. თუმცა ამ ფასად ახლაც არის შესაძლებელი, მიმართულებას გააჩნია.

სადღესასწაულო ტურების დაჯავშნა მიზანშეწონილია 3-4 თვით ადრე მაინც. ზოგიერთი ცოტა უფრო ადრეც ჯავშნის ხოლმე. თუმცა ვისაც გეგმები არ აქვს, ორი კვირით ადრეც გვიკვეთავენ. ბოლო წუთის ფასდაკლებებიც გვაქვს, თუმცა წინასწარი ჯავშნები ყოველთვის მომგებიანია.“ – აღნიშნა სუხიტაშვილმა.

მისი თქმით, მომხმარებელები სტანდარტულად ირჩევენ ავიაბილეთებსა და სასტუმროს, ზოგჯერ ტრანსფერსაც ამატებენ.

„გარდ ამისა, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მუზეუმების და სხვადასხვა ღირშესანიშნავი ადგილებისთვის ბილეთების წინასწარ შეძენას და თუ სურვილი აქვთ, სადღესასწაულო ვახშმის ორგანიზებასაც ვუკეთებთ.

ძირითადა 27-28 დეკებერს მიდიან და 3 იანვრისთვის ბრუნდებიან. ახალი წლის დღეებთან შედარებით ევროპა უფრო პოპულარულია საშაბაო და წინა საშაობა დღეებში. ამ კუთხით ძალიან პოპულარულია – ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც საშობაო ბაზრობებით გამოირჩევა. თუმცა იტალია ნებისმიერ სეზონზე ერთ-ერთ ლიდერ მიმართულებად რჩება,“ – განაცხადა სუხიტაშვილმა.

ტურისტული სააგენტო Good travel-ის ტურ-მენეჯერი ნანუკა ბიბინეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წელს ევროპის ქალაქებიდან ახალი წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი ამსტერდამია.

„საახალწლოდ ძირითადად ევროპის მიმართულებები მოსწონთ. ამსტერდამში ძალიან დიდი ლაზერ შოუ იგეგმება, ამიტომ ეს მიმართულება მოთხოვნადია. ძალიან პოპულარულია ავსტრიაში ვენა, ასევე ბუდაპეშტიც.

ევროპის გარდა მოთხოვნადია ეგზოტიკური მიმართულებები, როგორიცაა შრი-ლანკა, ტაილანდი და ა.შ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, დამოკიდებულია მგზავრი რას ირჩევს. არის კატეგორია, რომელიც საგზურს 1000 ლარამდე ირჩევს. და ასევე კატეგორია, რომელიც 2000 ლარის ფარგლებში ირჩევს, ეს დამოკიდებულია მგზავრი სად მიემგზავრება.

საახალწლო ჯავშნები უკვე ნოემბრიდან დაიწყეს, ბოლო დღეებში როგორც წესი აქტიურობა არ შეინიშნება ხოლმე. ახალი წლის გარდა საშობაო პერიოდიც მოთხოვნადია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ევროპა, რადგან ევროპაში შობა ძირითადად 25 დეკემბერს აღინიშნება, ცდილობენ რომ მოგზაურობას 25 დეკემბერიც დაამთხვიონ და ახალი წელიც.“ – განაცხადა Good travel-ის ტურ-მენეჯერმა.

 

bpn.ge

თეგები: ახალი წელიმოგზაურობა
გაზიარება146

დაკავშირებული -პოსტები

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
46
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
94
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
405
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
71
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
158
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
101
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
45
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails

აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
46
მთავარი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის....

დაწვრილებითDetails

ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
1.7k
მთავარი

გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია პატარა ბიჭი

იანვარი 18, 2026
2.7k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მათ­ში. ბრმა ტყვი­ამ მო­ზარ­დი იმ­სხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ძვე­ლით ახალ წელს მოხ­და.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგი ხე­ცუ­რი­ანს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნი­ლი ტყვია არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».