საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა წელს 2 თვეში 24.784 მლნ ლარს გადააჭარბა.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში აღნიშნულისთვის დაწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 24 784 839 ლარ შევიდა, რაც 28%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2024 წლის 2 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 34 506 121 ლარის ჯარიმა დაიწერა.
რაც შეეხება, ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავალს, აქაც 28.7%-ანი კლებაა.
ამასთან, წელს იანვარ-თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირების ჯარიმები 52%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 2 თვეში არასწორი პარკირებისთვის 1 416 079 ლარის ჯარიმა დაიწერა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 2 931 627 ლარის.
ხოლო, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა წელს სააგნაგრიშო პერიოდში 227 472 ლარი შეადგინა, რაც 58.4%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში აღნიშნულისთვის 547 100 ლარის ჯარიმა დაიწერა.