LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აგვისტოს ომზე

დაპოსტა 2025/08/08-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანება“.

 

“17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

 

17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.

 

ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

 

აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

 

საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვა.

 

საქართველო აფასებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
“დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დამოუკიდებლობამდე”- ირაკლი შენგელია
მთავარი

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც პოსტში ვკითხულობთ ირაკლი შენგელია რჩება ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი. “დღეს ვემშვიდობები ქუთაისის...

დაწვრილებითDetails

“რატომ სჭირდება კიდევ 7 წელი მაგისტრალის დასრულებას” – რა პრობლემებზე საუბრობს პაატა ცაგარეიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, - ასე ეხმაურება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულების ვადებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი
მთავარი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირებმა დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ტაძრის ეზოში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე. 2008 წლის ომს...

დაწვრილებითDetails

სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის...

დაწვრილებითDetails

ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს – ირაკლი ფავლენიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს – ირაკლი ფავლენიშვილი
მთავარი

ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას,...

დაწვრილებითDetails

პუტინიც აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ? – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
,,17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს” – პაატა მანჯგალაძე
მთავარი

არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას - სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი“?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ...

დაწვრილებითDetails

მთავარი კითხვაა, თუ რატომ დაიწყო ომი – ამ კითხვას პასუხი 2022 წელს გაეცა, როდესაც ომი არ დაიწყო! – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სინამდვილეში კითხვა არის არა იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყო ან ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვაა, თუ რატომ დაიწყო ომი - ამ კითხვას პასუხი 2022 წელს გაეცა, როდესაც ომი არ...

დაწვრილებითDetails

დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა. „ნაცს“ ლოგიკა საერთოდ არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, „ნაცობა“ იმას ნიშნავს, ან ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ. „ნაცობა" ნიშნავს ლოგიკიდან...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა,...

დაწვრილებითDetails

2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! – მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"