ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც კრიტიკული ზღვარია ქვეყნის კანონმდებლობით. თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპმა, ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ვალის მოცულობა 53%-ზე ქვემოთ შეემცირებინა.
“დღეს უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობა მთლიან ვალში დაახლოებით 80%-ზეა. ეს დიდი რისკის შემცველია ქვეყნისთვის.
ჩვენი პრიორიტეტი იქნება, ეს ბალანსი შევცვალოთ და მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ჩამოვიდეთ დაახლოებით, 65%-იან ნიშნულზე.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ მუდმივი რყევების რისკი, მათ შორის, სავალუტო რისკებიდან გამომდინარე,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა










