” დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 15000 მდე პაციენტია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. საგანგაშო რიცხვი ის არის, რომ 54000 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი გვყავს. თუ არ ვცდები ბოლო კვლევა ჩატარდა 2018 წელს, კვლევების მიხედვით ყოველწლიურად იზრდება ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები არიან მძიმე მომხმარებლები, რომლებიც დაავადებულები არიან ნარკოტიკებით, ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ შექმნილი, აუცილებელი არის მათთვის ნარკოტიკის მიღება , ყოველდღიურად ბრძოლობენ, რომ თავისი დოზა მოიპოვონ. აქ არ შედის მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელი.”- განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ ,,მეგა ტვ”–ს ეთერში, გადაცემაში ,,შუადღე ქუთაისი”.
“საქმე ეხება მცოცავ ოკუპაციას” – რა ხდება გორდსა და კინჩხაში
გორდის მაცხოვრებლები მარტვილის მუნიციპალიტეტში მათი სოფლის საზღვრების მოქცევაზე წუხან . ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ, უცვლელად გთავაზობთ მათ პოსტს : გორდელებო,კინჩხელებო გამოფხიზლდით. მალე შეიძლება მარტვილის მუნიციპალიტეტში აღმოვჩნდეთ. შეიძლება ეს კარგიც...