საბერძნეთში, კუნძულ მიკონოს შემდეგ კრიტიკული ვითარება კუნძულ პაროზეც ფიქსირდება. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ინფიცირებულ ტურისტებს საკარანტინო სასტუმროები და ჯანმრთელობის ცენტრები ვერ იტევენ.
6 ტურისტი, რომელთა ასაკიც 18 წელია, 6 საათის მანძილზე ჯანმრთელობის ცენტრის გარე ავტოსადგომზე იყვნენ იზოლირებულები, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მათ გამოვლენილი მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და თავს საკმაოდ ცუდად გრძნობენ.
ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამოქალაქო დაცვის სამინისტროს.