საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადასასვენებლად.
“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის ქალბატონი მ.ხ-ს გარდაცვალების თაობაზე.
პირველ რიგში, საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
აქვე გვსურს, გაცნობოთ, რომ ინფორმაციის მიღების მომენტიდან საელჩო კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან.
საელჩოს მიერ ჩართულნი არიან გადამსვენებელი ბიუროები და გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად კოორიდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დროულად და ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით გადავასვენოთ სამშობლოში.
საელჩო გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს იკავებს, გაასაჯაროვოს სხვა დეტალები გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, ამ მძიმე წუთებში გვერდით დავუდგეთ გარდაცვლილის ოჯახს და თავი შეიკავოთ ყოველგვარი გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.










