საბერძნეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ტეხდნენ და ძარცვავდნენ. დაკავებულთაგან 5 მამაკაცია – 22, 24, 33, 40 და 48 წლის, ერთი კი – ქალი, რომელიც ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 3 ძმის დედაა.
დანაშაულში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა 4 დეკემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი მათი ფოტოები და ვინაობაც გაასაჯაროეს.
საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა „Vor V Zakone“, სულ ცოტა, 24 ბინა გაძარცვა ექსარხიაში, ვირონაში, პეტრუპოლისში, ნეა სმირნიში, ნეოს კოსმოსში, დაფნიში, გალაციში, პალეო ფალიროში, კალითეაში, ზოგრაფუს ამბელოკიპში.