სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ისე, როგორც პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იქნება, – ამის შესახებ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე მრევლს მოუწოდა, რომ ყოველთის პატრიარქს უსმინონ.
„პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ექვემდებარება ერიც და ბერიც. ჩვენ უწმინდესის ლოცვა კურთხევას ვითვალისწინებთ, ის ფიქრობს ერზე და ბერზეც. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ისე, როგორც იქნება პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. მოვუწოდებ მრევლს პატრიარქს უსმინოს არა მხოლოდ ახლა, სააღდგომოდ, არამედ ყოველთვის!“, – ბრძანა მეუფე გერასიმემ.
საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.










