სააღდგომოდ სასაჩუქრე ბარათების შესყიდვისათის ქუთაისის მერიამ 385 000 ლარი გამოყო
„მიმწოდებელი“ ვალდებულია განახორციელოს “სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასაჩუქრე ბარათების მიწოდება. (3850 ბენეფიციარი).
.„შემსყიდველი“ 100 ლარის ღირებულების (ერთი ერთეული) სასაჩუქრე ბარათში გულისხმობს, რომ ბენეფიციარმა უნდა შეძლოს ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სავაჭრო ობიექტ(ებ)ში მიიღოს 100 ლარის ღირებულების, მის მიერ შერჩეული ნებისმიერი პროდუქტი.