პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.
18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.