86 ხმა სამის წინააღმდეგ – პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს თაკო ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.
“ლელომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
რეფორმის შედეგად გაიზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდება.
საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით. შემოღებული იქნება თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია, შემოღებულია საარჩევნო უბნებზე ას მეტრიანი რადიუსი და სანქციები 100 მეტრიანი რადიუსის წესების დარღვევისთვის; გაფართოვდება საჯარო მოსამსახურეთა წრე; მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების ასევე, უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება.
აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა.
განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი; გაიზრდება საჩივრების მიღების ვადები.
შეიქმნება მინდობილობების რეესტრი. მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა. შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი დავებზე დაკვირვების და გადათვლებზე დაკვირვებისთვის.