2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 199.6 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 50 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის მაისში ეს მონაცემი 190.1 ლარს შეადგენდა.










