რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდ. აქამდე განაცხადების მიღების ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერი სახელდებოდა, ამჯერად ქართველებს რეგისტრაციის გავლა 15 დეკემბრამდე შეეძლებათ.
განცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეეძლებათ აბიტურიენტებს დსთ-ს ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
13 ოქტომბერს რუსულმა სამთავრობო მედია “თასს”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე. წელს კვოტა 200 ადგილია.










