უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 363 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკვე 710-ს აღემატება.
„18 ივნისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 323 ბავშვი დაიღუპა, 718 კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.









