2022 წლის 7 ივნისს გამართულ რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომაზე კირილე გუნდიაევის თავმჯდომარეობით, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი გადააყენეს რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეობიდან, ჩამოართვეს სინოდის მუდმივი წევრის სტატუსი, გაათავისუფლეს მოსკოვის საპატრიარქოს ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორობიდან და გაუშვეს რუსეთის საზღვრებს გარეთ, დანიშნეს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტად.
აღსანიშნავია, რომ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი მიმართავდა შანტაჟისა და დაშინების გზებს საქართველოს საპატრიარქოს ზოგიერთი იერარქისა თუ სხვა სასულიერო პირის მიმართ და შესაბამისად, მას მოიხსენებდნენ, როგორც ქართველი რუსოფილი მღვდელმთავრების “შეფს”.
წყარო:http://wenews.ge/










