რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქის ცენტრში გაჩნდა ხანძარი. ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუჩნდა.
“12:00 საათის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონი დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან დაბომბეს. მტრის ჭურვების ზემოქმედების გამო, ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გამოძახების ადგილზე მისვლისთანავე მაშველებმა 2 მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ზუსტდება,” – ამბობს ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო.