რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სერგეი ბრაჩუკის ინფორმაციით, აგრესორებმა 5 რაკეტა შავი ზღვიდან გაუშვეს.
ორი ფრთოსანი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს, სამი კი ოდესის რაიონში, ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა.
ბრაჩუკის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.









