რუსი ოკუპანტები მარიუპოლში ჰუმანიტარულ დახმარებას ჰყიდიან, – წერს უკრაინული მედია ქალაქის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.
„ოკუპანტებმა, კოლაბორაციონისტებთან ერთად, მოპარული ჰუმანიტარული დახმარებით ვაჭრობა დაიწყეს. ფსევდომერის ვაჟმა, ვადიმ ივაშენკომ, რომელმაც ძალაუფლების მქონე წრეებთან დაახლოებული „გადაწყვეტილების მიმღების“ ფუნქცია იკისრა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებთან საერთო ენა გამონახა. ეს ხდება ადგილობრივ კოლაბორაციონისტებთან, ივან ტოპუზოვთან და მის თანამზრახველთან, ტატიანა ბუტიავასთან ერთად, მათი დახმარებით. ახლა ისინი უბრალოდ ერთად იპარავენ რუსებისგან შემოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას და შემდეგ მეწარმეთა ქსელის მეშვეობით ჰყიდიან“, – წერს ანდრიუშენკო Telegram-ზე.









