რუსი დიზაინერი, ვალენტინ იუდაშკინი `,,პარიზის მოდის კვირეულიდან” მოხსნეს. მას საკუთარი კოლექცია 8 მარტს უნდა წარედგინა. როგორც კვირეულის ორგანიზატორი, რალფ ტოლედანო ამბობს, ამის მიზეზი იუდაშკინის პოზიციაა. მან უარი განაცხადა ღიად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, დიზაინერმა პუტინის რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ გვსურდა თავად დიზაინერისგან მოგვესმინა პოზიცია, გვქონდა მცდელობა, ის დაგვერწმუნებინა ამის აუცილებლობაში. იდუაშკინმა უარი განაცხადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწრაფოდ მოვხსნათ ის პროგრამიდან“, – განუცხადა ტოლედანომ „ფრანს პრესს“.










