რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით რუსთავი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქთან ბიჭებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით ხელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მალევე “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.










