რუსთაველის გამზირიდან ოლიგარქის შუშის სასახლისკენ დაძრულმა აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და მსვლელობა გააგრძელეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები, ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, სასახლის ჭიშკართან არიან შეკრებილი.
აქცია კი დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღის 4 საათზე დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ, ამასთან, ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ