რუსეთში შობადობის რაოდენობა შემცირდა და 2000 წლის დონეს მიუახლოვდა, როდესაც დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში.
ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ფისენკომ გააჟღერა.
ფისენკომ კომენტარი გააკეთა რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში 1.124 მილიონი ბავშვი დაიბადა.
2017 წლიდან რუსეთში შობადობის უარყოფითი ტენდენცია შეინიშნება. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ებრაულ ავტონომიურ რეგიონში, ყალმუხეთში, ალტაის რესპუბლიკაში, კამჩატკისა და ვოლოგდას რეგიონებში.
მიზეზებს შორისაა რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის დაბერება.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი “რთული დემოგრაფიული გამოწვევების” წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების ტრადიციის აღდგენით უნდა გადაილახოს.










