რუსეთის ქალაქ მურმანსკში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ყველა მონაწილე ჰოსპიტალიზირებულია და მათ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება მოუწევთ. საჭადრაკო შეჯიბრზე, მოგვიანებით კი, ქალაქში პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც ირლანდიიდან ჩასულ მოჭადრაკეს ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ცხადია, პირველი კითხვა, რაც წაკითხულის შემდეგ, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ისაა, რატომ ტარდებოდა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივად ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა. პასუხი ალბათ რუსული ხელისუფლების მანკიერი მართვის სტილში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას ჯერაც არ აღიარებს და ამ დღეებში უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებაც კი შესთავაზა.
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, კმაყოფილებასთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს, ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება...










