რუსეთში ერთ-ერთ უდიდეს ელექტრომომარაგების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სახალინში, “რუსჰიდროს” მფლობელობაში მყოფ ობიექტს უკიდია.
კომპანია Sakhalinenergo-ში აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი ერთ-ერთი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა.
ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.