რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანზარს 8 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „TASS”-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შემთხვევა კვირას, რუსეთის დროით 22:26 საათზე გუსაროვას ქუჩაზე მოხდა.
„სამაშველო ჯგუფს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 8 წუთში მივიდა, მესამე სართულზე ალმოდებული ბინა დახვდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მათ ბინიდან 8 ცხედარი გამოიტანეს. მათ შორის 4 ბავშვია,“ – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზების დადგენის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.