“თავად შეაფასეთ, თუნდაც მე, ერთ ქართველ სასულიერო პირს, როგორ უნდა მერჩივნოს რუსეთთან სიახლოვე ევროპასთან დაახლოებას? პირველმა ზიანის და განადგურების მეტი არაფერი მოუტანა ჩემს ხალხს და ეკლესიას, ხოლო მეორემ სამშობლოდან იძულებით ევროპაში წამოსულ ჩემს ხალხს ევროპის ქალაქებში საკუთარი ეკლესიები დაუთმო მართლმადიდებლური წირვა-ლოცვისთვის. ჩემს ქვეყანაში კი ქართული ტაძრების და სიწმინდეების აღდგენა-გადარჩენას აფინანსებს ევროპელი ხალხის ფულით. ვინმეს შეუძლია მიზეზი მითხრას, რატომ უნდა მერჩივნოს ბოროტი ჩრდილოეთი დასავლეთის კულტურულ და ჰუმანურ ცივილიზაციას?
მაგალითად, ჩვენს სამრევლოს მიუნხენში 2001 წელს ჯერ კათოლიკურმა ეკლესიამ დაგვითმო საკუთარი ტაძარი, შემდეგ 2006 წელს ევანგელურმა ეკლესიამ, დღემდე იქ ვართ.” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.