რუსეთმა უკრაინაში აკრძალული ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენა, – ამის შესახებ „ჰიუმან რაითს ვოთჩი“ იტყობინება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაღმები უკრაინელმა სამხედროებმა 28 მარტს ხარკოვის ოლქში აღმოაჩინეს. ამ ტიპის ნაღმების მოქმედების არეალი 16 მეტრია. მისი გამოყენება საერთაშორისო შეთანხმებით 1997 წლიდან არის აკრძალული.










