რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთით სოფლები ჟელანოე პერვოე და სტელმახოვკა დაიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის მტკიცებით, სოფელი ჟელანოე პერვოე დონეცკის ოლქში მდებარეობს, ხოლო სტელმახოვკა – ლუგანსკის ოლქში.
გარდა ამისა, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ მაქსიმილიანოვკაშიც წინ წაიწიეს.