ხერსონის ოლქში ყალბი რეფერენდუმის მოსაწყობად, რუსი დამპყრობლები ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის „ხმები“ იყიდონ, – წერს Ukrinform-ი ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
„ოკუპანტებს სურთ, ხერსონის რეგიონის მცხოვრებლების ხმების „ყიდვა“ ყალბი რეფერენდუმის გამართვამდე. რეგიონის ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი დაწესებულება იხსნება, რომლებიც მოსახლეობას ჰპირდებიან „დახმარებას“ 10 000 რუბლის ოდენობით. ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით, ეძებენ ადგილებს ფსევდორეფერენდუმის ჩასატარებლად და პროპაგანდისტული მედიის შესაქმნელად“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
არსებული ინფორმაციით, რუსეთი ხერსონის მიერთებას შემოდგომისთვის გეგმავს, რისთვისაც „რეფერენდუმს“ ჩაატარებს.









