“რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციას და ქრთამავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს.
შეშფოთებულია პლანეტის სხვადასხვა რეგიონი. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილი და ევროპა, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და საზრდოებული დესტაბილიზაციისგან. რუსული დაზვერვა და ქაოსის გავრცელების მცდელობები ასევე მიზნად ისახავს ორივე [ჩრდილოეთ და სამხრეთ] ამერიკას.
ასეთი რუსული გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ რუსეთის ფინანსურ რესურსებს ვერ ვუტოლდებით. თუმცა, უკრაინელებს ძალუძთ გაიმარჯვონ რუსეთზე თავიანთი სიმამაცით, სიმტკიცით და იდეებით” -ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი










