“რუსეთში უკრაინაში კაპიტულაციის სცენარს განიხილავენ” – ამის შესახებ ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს და ამბობს, რომ რუსულ რიტორიკაში ამჩნევს სიგანალებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში კრემლის შესაძლო კაპიტულაციაზე მიანიშნებს.
ასეთი ვარაუდი მან მას შემდეგ გამოთქვა, რაც აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა სალავიოვის პროპაგანდისტულ შოუში განცხადება გააკეთა. ფრაზას იმის შესახებ, რომ “რუსეთი უკრაინაში კაპიტულაციის ვარიანტს არ განიხილავს“, ჰოჯესი ასე აფასებს:
“ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში აღიარებენ, რომ რეალურად ასეთი ალბათობა არსებობს“ – წერს ბენ ჰოჯესი










