რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს, თუმცა იდეალური იქნება მათი მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად. როგორც პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, ჩვენთვის იდეალური იქნება ამ მიზნების მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით. მანამ, სანამ ეს შეუძლებელია, სანამ ეს არ იმუშავებს, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ჩვენთვის მთავარია დასახული ამოცანების შესრულება და ყველა მიზნის მიღწევა“, – განაცხადა პესკოვმა.