,,დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში გავასაჯაროვეთ საოკუპაციო რეჟიმის ბორდერიზაციის ახალი გეგმა.
ამ გეგმის გარკვეული კომპონენტები უკვე განხორციელების სტადიაშია და გეგმის მიხედვით მოიცავს 200 კავდრატულ კილომეტრს.
აქ ვდებ ვიდეოს, რომელიც დასტურია იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოძრაობს და ღობავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას ჩორჩანა-ჯვარის მონაკვეთზე.
ამ ვიდეოს მტკიცებულებად თან ახლავს ჯიპიეს კოორდინატი, რომელიც აჩვენებს, როგორ მოქმედებენ ოკუპანტები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.”-წერს დავით ქაცარავა და ვიდეოს ასაჯაროებს.









