ქუთაისში ლადო მესხიშვილის თაეტრთან აქცია-პერფომანსი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ქუთაისის სახელმწიფო დარამატულ თეატრში მოსკოვის თეატრის 2 დღიან ვიზიტს აპროტესტებენ.
აქციის პარალელურად მესხიშვილის თეატრშუ რუსული სპექტაკლი ”ჩვენი ეზოს სიმღერები” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს სპექტაკლზე შესვლა სურდათ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა რომ სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
მცირე სცენის შესასვლელათნ მათ სპექტაკლზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ფლაერები ”რუსეთი ოკუპანტია” გადასცეს.