ბრიტანული დაზვერვის შემაჯამებელი ინფორმაცია 30 აპრილის მდგომარეობით:
1) რუსეთი იმედოვნებს გამოასწოროს ისეთი საკითხები, რომლებიც აფერხებს მათ შეტევას, მათ შორის, ძალების გეორგრაფიული კონცენტრირებით, მომარაგების ხაზების გამართვით, ასევე მართვისა და კონტროლის გამარტივებით;
2) რუსეთს კვლავ წინ უდგას უამრავი გამოწვევა. მათ უწევთ გააერთიანონ წარუმატებელი წინსვლის შედეგად ჩამოშლილი ძალები. ამ შენაერთების უმეტესობის საბრძოლო მორალი ძალიან დაბალია.
3) კვლავ ბევრი ხარვეზი რჩება ტაქტიკურ კოორდინაციაში. არაპროფესიონალიზმი ქვედანაყოფების დონეზე და არასათანადო საჰაერო მხარდაჭერის გამო, რუსეთს უჭირს სრულად გამოიყენოს საბრძოლო მასა, მიუხედავად იმისა, რომ ლოკალურ დონეზე მცირე წარმატებები აქვთ.