რუსეთი არ აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდას | ამის შესახებ, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“ | თქვა პესკოვმა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მასშტაბური დარღვევების გამო საქართველოსთვის 252 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება ე.წ. “ბორდერიზაციას”, რომლის შედეგადაც 29 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. სასამართლომ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ეფექტიანი მექანიზმი რუსეთის მიერ გადახდის შემდეგ მსხვერპლისთვის თანხების გადასანაწილებლად. მისი მეშვეობით დაზარალებულებმა კომპენსაცია 18 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.