უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები გაგრძელდება და უფრო და უფრო ღრმა იქნება.
ABC News-თან ინტერვიუში ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთში მდებარე საჰაერო ბაზებზე.
მისი თქმით, მას შეეძლება პასუხის გაცემა, როდესაც ომი დასრულდება, მაგრამ ამ ეტაპზე არა.
„ძალიან მიხარია ამის დარტყმების დანახვა. ეს ჩემი რეაქციაა“, – განაცხადა მან ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა კიდევ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, ბუდანოვმა უპასუხა:
ვფიქრობ, იქნება. უფრო და უფრო ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე.