2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის ჯამში, 15 506 მოქალაქემ მოითხოვა. ასეთია იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში.
აქედან, მუდმივი ცხოვრების ნებართვა (საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან ცხოვრობს 10 წელი საქართველოში) მოითხოვა რუსეთის 3 001 მოქალაქემ, საიდანაც 2 287 დაკმაყოფილებულია, 511 – არ დაკმაყოფილდა, სხვა განაცხადები კი განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.
ამასთან, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის 1 563 მოქალაქემ მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საიდანაც 1 378 განაცხადი დაკმაყოფილა, 27 – არაა დაკმაყოფილებული; 72 – განუხილველად დარჩა, 5 განაცხადი – განხილვაშია; 65 – დასკვნის მომზადების ეტაპზეა, ხოლო 16-ს განხილვა შეჩერებულია.










