რუსეთი განაგრძობს მუქარას, რომ უკრაინის ომი ბირთვულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს, თუ დასავლეთი კიევის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს განცხადება “რუსეთის სასოწარკვეთაზე მიუთითებს”.
ბაიდენი განმარტავს, რომ რუსეთის კომენტარები “რუსეთის სასოწარკვეთას აჩვენებს”. აშშ-ის პრეზიდენტი დასძენს: “ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უაზრო კომენტარები არავინ უნდა გააკეთოს”.










