რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება. ამის შესახებ თავად გაზეთი იუწყება.
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.
საუბარია “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით “უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი”.
იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია “Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала”(“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).
მასალის გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ, 9 აპრილს, თბილისის დროით 02:01 საათზე “ნეტგაზეთმა” მიიღო მეილი, რომლითაც “როსკომნადზორმა” ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის “კანონის დარღვევით” არის გავრცელებული.










