LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თოვდა და თბილისს ებურა თალხი” – აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები 25 თებერვალის გასახსენებლად კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობენ (+ვიდეო)

რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები – კელი დეგნანი

დაპოსტა 2022/06/30-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია, შეერთებული შტატები და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს, რათა მიღწეული იქნეს პროგრესი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

დიპლომატის განცხადებით, სამუშაო, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწყობს ხელს, ასევე სარგებელს მოუტანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.

“საქართველო ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორია, ამას ისიც ადასტურებს, რომ მადრიდის სამიტზე მაღალი დონის დელეგაცია იყო წარმოდგენილი, ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ როგორი ერთიანი და ძლიერია ნატოს ალიანსი, რუსეთის სასტიკი ომის პირისპირ. ეს იყო ნატო-ს ამოცანის ხელახლა დადასტურება, რომელიც არის თავდაცვითი ალიანსი და ის მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინ წაწევისკენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ეს სამიტი ასევე იყო შესაძლებლობა, საქართველოსთვის განხილულიყო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ბევრი მათგანი არის ისევ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს ევროკავშირი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასე რომ, სამუშაო, რომელიც შესრულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინ წასაწევად, ასევე მოუტანს სარგებელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს არის იგივე პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს სამხედრო სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და ასევე პოლიტიკური სტანდარტებიც, რომლებიც უნდა დააკმაყოფილო. აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება.

აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

“ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს” – აიათოლა ალი ხამენეი

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე
მთავარი

ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული. „სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა,...

დაწვრილებითDetails

“დედა შესაძლოა არასრულწლოვანი იყოს…’ – ახალი ინფორმაცია მარნეულში სარწყავ არხში ნაპოვნ ჩვილზე

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

მარნეულის რაიონი, სოფელი წერეთელი - ეს უმძიმესი ამბავი ადგილობრივებში ელვის სისწრაფით გავრცელდა - სარწყავ არხში მოზარდებმა ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალშობილი თავიდან სათამაშო თოჯინა ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე შემზარავ...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის...

დაწვრილებითDetails

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ენერგიული და აქტიური დღეა. კარგი დროა მიზნებისკენ წინსვლისთვის, ოღონდ — არა აფექტით. დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ. კურო   მშვიდი და სტაბილური დღეა. ოჯახის, კომფორტისა და ფინანსების თემებზე ფიქრი გამოგადგებათ. ენდეთ...

დაწვრილებითDetails

რიკოთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რიკოთის გვირაბი იკეტება
მთავარი

რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი.   შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა და...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში...

დაწვრილებითDetails

„გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
გიორგი გახარია: „ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი – აქ საკმარისზე მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალაა“
მთავარი

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.   განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს...

დაწვრილებითDetails

ჭიათურაში, აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
ჭიათურაში, აქციის  მონაწილემ პირი ამოიკერა
მთავარი

ჭიათურაში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მირზა ლოლაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანამდე, 19 ივნისს, ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო, მანამ, სანამ ჭიათურაში დაკავებულ 4 პირს არ გაათავისუფლებენ. პროტესტის...

დაწვრილებითDetails

მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! – მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა! - მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პოლიტიკური პატიმრების“ დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
მთავარი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებიც აშშ-ის დარტყმების სამიზნე იყო, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.   „ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე - მათ შორის ფორდოუზე - თავდასხმების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"