LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი

“რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი , ვიზებს ჩამოგართმევთო”- მეუფე იაკობი

დაპოსტა 2025/08/19-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი – ვიზებს ჩამოგართმევთ და მერე წამოსვლის პროცესს გაგირთულებთო – თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია და არც არავის გვეშინია! – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„ხან რომელი დამპყრობელი დაგვიპყრობს ხოლმე, ხან რომელი გვიტევს, ხან რა ჩამოვარდება და ახლაც თუ შევხედავთ, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსებს დაპყრობილი აქვთ, თითქოს მიწები არ ჰყოფნიდეთ, ცოტა ჰქონდეთ. 20% იმათ აქვთ დაპყრობილი და რა მდგომარეობაში ვართ – ელოდებიან, რაღაც ნაბიჯი გადადგა, რომ უფრო მეტზე წამოიწიონ, თუ მთლიანად არა, კიდევ მეტზე წამოიწიონ.

მეორე ალტერნატივა, რა გვაქვს – ნატო და ევროპისკენ მივდიოდით, გაცხადებული იყო, კონსტიტუციაშიც ჩაიწერა და სანაცვლოდ, რას ვიღებთ? რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი – ვიზებს ჩამოგართმევთ და მერე წამოსვლის პროცესს გაგირთულებთ, რომ შემოიტანთ ან მოგცემთ, ან არაო. იქეთ მიწები, აქეთ უვიზო მიმოსვლა. არც მიწებს დავთმობთ, კარგად იცოდნენ, და აუცილებლად დავიბრუნებთ მიწებს!

ოჯახური ღირებულებები რად გინდაო, მარტივად რომ ვთქვათ, მაგის პრობლემა არ გიდგათ ქართველებსო. უმცირესობის პროპაგანდა იყოს, მაგაში საშიშროება არ არისო, მაგაზე დაგვიჯერეთ და ვიზებს არ წაგართმევთ, ვიზები გექნებათო. დამეხმარება მაგით ღმერთისკენ სიარულში? აი, მაგაზე დავფიქრდეთ. ჩვენი ერისთვის სიკეთე გვინდა და ხალხისთვის რაც უფრო იოლი იქნება ცხოვრება, ოღონდ არა იმის ხარჯზე რომ ღმერთს უღალატო… თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია და არც არავის გვეშინია!

თუ უარს ვიტყვით ოჯახურ ღირებულებებზე, ბავშვების დაცვაზე პროპაგანდისგან, ქრისტეს და ღმერთის მცნებების წინააღმდეგ წავალთ, ხომ?! კონკრეტულ შემთხვევაში „არა იმრუშოთ“ მცნების წინააღმდეგ წავალთ“. ჩვენ ხომ არავის ვეუბნებით, „ასე იცხოვრე, ისე იცხოვრე“, შენც ნუ მახვევ თავზე, ვიღაც იმას. მე თუ უნდა მოვუსმინო უმცირესობას, ქართველი ერი უმცირესობაშია მსოფლიოში, ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ამას ვიცავთ, კბილებით გაგვაქვს და არ დავთმობთ. ჩვენი ისტორია ამას უყურებს, ამიტომ კეთილი ინებეთ და თუ გინდათ ჩვენთან, ნაღდი, ჭეშმარიტი ურთიერთობები გქონდეთ, ჩვენც გვექნება, ჩვენც ვიცით ადამიანების დაფასება. რაც კარგია თქვენთან, მივიღებთ. რაც ჩვენთან კარგია, გაგიზიარებთ, ცუდს არ მივიღებთ არც თქვენგან და არც არცერთი დამპყრობლისგან ვიღებდით, საერთოდ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ყველას ერთმანეთი სჭირდება მსოფლიოში.

„ჩვენ არ გვინდა ან ავღანელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ, ან უკრაინელებივით. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის“ და არ გვინდა ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე. ღმერთმა ყველა ერი დალოცოს, მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ერთს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ – ვინც ჩვენ წინააღმდეგ წავიდა, გადახედოს, როგორ არიან ის ქვეყნები. გადახედონ და არავის არ ვურჩევ! ჩვენ არ ვართ შურისმაძიებელი, ღმერთს უფრთხოდნენ, შეეშვან ღმერთის ერს, ახალ ისრაელს შეეშვან!“-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ყველგან ომია და „წესიერად რომ მოვიქეცით, დაგვიცვა, [ღმერთმა]“.

„ყველგან ომია და მაინც დაგვიცვა, როგორადაც აურიონ, მაინც ვერ ურევენ. საწყალი, ჩვენთანაც, ვინც თანამოაზრეები ჰყავთ, სანამ ყველას, ალბათ, ან ციხეში არ ჩააჯენენ… ჩვენც, რა ვიცი, ჩვენც რას გვიპირებენ ახლა, ვერ გავიგე და მაინც ყველაფერი კარგად იქნება ღვთის შეწევნით. მე ვფიქრობ, უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება, სულელების როლში ნუ გამოვალთ და ვიღაცების სათამაშოები ნუ გავხდებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა და დასძინა, რომ „ძველად, თუ რუსების მონობა უნდოდათ, დღეს კიდევ ჩვენ, არავის მონობა არ გვინდა“.

მისივე თქმით, ქართველები არავის სათამაშოები არ გახდებიან.

„ძლიერ იმპერიებთან რატომ მინდა ურთიერთობა? იმიტომ, რომ ჩემი თვითმყოფადობა დავიცვა და დამეხმაროს და დანარჩენი, რაც ზოგადსაკაცობრიოა, ერთად ვიშრომოთ. მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ, მაგრამ თქვენი, არავის სათამაშო არ გავხდებით ქართველები. ვინც სათამაშოები არიან, პოლიტიკოსები თუ ახალგაზრდობა, მე ვთხოვ, რომ დაუფიქრდნენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

“ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას” -ყაველაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

თავისუფლება, ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია, ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანმდევი არ იქნება,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ბახმაროში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახალხო...

დაწვრილებითDetails

“თორნიკე რიჟვაძესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თორნიკე რიჟვაძესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ...

დაწვრილებითDetails

როგორი სუპერძალა აქვს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

იანვარი: გადარჩებით იქ, სადაც სხვები ნებდებიან თქვენ ახერხებთ კრიზისების, დანაკარგების, იმედგაცრუებების გადალახვას და არა მხოლოდ საკუთარი თავის შენარჩუნებას, არამედ კიდევ უფრო ძლიერად გამოსვლას. გამოცდები მხოლოდ გამაგრებთ. გარე დარტყმები ვერასდროს შეგირყევთ იმ შინაგან სიმტკიცეს, რომელსაც ყველაზე გამყინვარებული სტრატეგებიც კი...

დაწვრილებითDetails

ეს ზოდიაქოს ნიშნები დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს იპოვიან

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, რომ ცხოვრება შესამჩნევად მშვიდი გახდა. ამ პერიოდში მათ არ სურთ ჩხუბი ან დავა – გონებისა და გულის ერთიანად მოქმედების სურვილი ძალიან დიდია. მზისა და მთვარის...

დაწვრილებითDetails

რას ნიშნავს სიზმარში ფული?

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს
მთავარი

სიზმრები, რომლებშიც ფულია, ხშირად გვიტოვებენ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. ფული როგორც სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლო, სიზმრებში სხვადასხვანაირად ვლინდება და განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ადამიანს. რას ნიშნავს ფულის სიზმრები? ასტროლოგები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ფულის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 20 აგვისტოს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ავარია ახალციხეში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე  ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
მთავარი

ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური,...

დაწვრილებითDetails

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე-სუს-ი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
კნოლევის ტეროტორიაზე ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
მთავარი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

“უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა”- საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2025
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.% შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"